რამდენად შეესაბამება შენი CV ვაკანსიას?

ვაკანსიაში მოთხოვნილი რომელი სიტყვა ჩანს CV-ში და რა აკლია. უფასოა, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.

ჩასვი CV-ის ტექსტი ან ატვირთე PDF.

ვაკანსიის ბმული (მაგალითად, jobs.ge ან hr.ge) ან მისი სრული ტექსტი.

შემოწმება შენს ბრაუზერში ხდება: CV არსად იგზავნება. თუ ბმულს ჩასვამ, ჩვენი სერვერი მხოლოდ ვაკანსიის გვერდს წაიკითხავს.

როგორ მუშაობს შემოწმება

  1. ვაკანსიაში ვპოულობთ მოთხოვნების ჩამონათვალს და ვაცალკევებთ აუცილებელს სასურველისგან („სასურველია“, „უპირატესობად ჩაითვლება“).
  2. თითოეულში ვარჩევთ საკვანძო სიტყვებს (პროგრამები, ენები, განათლება, უნარები) და ვეძებთ CV-⁠ში, ორივე ენაზე: „ინგლისური“ ვაკანსიაში და „English“ CV-⁠ში ერთმანეთს ემთხვევა.
  3. პროცენტი ამ შედეგებიდან ითვლება: აუცილებელი მოთხოვნა ორჯერ მეტს იწონის, ნაწილობრივ ნაპოვნი ნახევარს. პიროვნულ თვისებებს არ ვაფასებთ: სიტყვით ისინი არ მტკიცდება.

სად მიდის შენი CV?

არსად. შემოწმება შენს ბრაუზერში, AI-⁠ს გარეშე ხდება, ამიტომ CV შენს მოწყობილობაზე რჩება და ვაილო მას ვერ ხედავს. თუ ვაკანსიის ბმულს ჩასვამ, ჩვენს სერვერზე მხოლოდ ეს ბმული მოდის, რომ ვაკანსიის გვერდი წავიკითხოთ. არაფერს ვინახავთ.

შედეგი

შემოწმება გაჩვენებს, რა აკლია CV-⁠ს. ვაილო კი მას თავად მოარგებს: რაც აკლია, გკითხავს, არაფერს მოიგონებს და მზა CV-⁠ს PDF-⁠ად მოგცემს.